ფეხბურთი

10:52 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: „საწყენია ესპანეთთან რომ წავაგეთ, მაგრამ ჩვენი დაუმარცხებელი ხანგრძლივი სერიით ვამაყობთ“

იტალიის ნაკრების 37 წლის მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან წაგების შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„საწყენია, აქ, მილანში რომ წავაგეთ, მაგრამ ვამაყობთ ჩვენი ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიით. ვაღიარებ, თამაშის გარკვეულ კომპონენტებში ესპანელებმა გვაჯობეს. მოთმინებით უნდა მივუდგეთ საქმეს და მინდორზე ბოლომდე დავიხარჯოთ. ევროზე ზაფხულში ეს გამოგვივიდა, მაგრამ დღეს არა.“ - ციტირებს კიელინის სიტყვებს უეფას ოფიცილური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს იტალიის ნაკრების 37-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

0.115196