ძიუდო

17:12 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

იტალიაში სტარტი აიღო ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა და გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

60 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ჩილელი ლუკას ფერნანდესი, იტალიელი სიმონე ავერსა და ყაზახი შერზოს დავლატოვი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. იქ გიორგიმ ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლშაკის ძლევა მოახერხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელი ტურამ ბაირამოვს შეხვდება.

ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა შაქრო შათირიშვილი, რომელმაც კანადელი ჟოელ დემაერე, ალჟირელი აბდელატიფ ელ-მაჰდი ბუბეტრა და პორტუგალიელი ტრალაო ფერნანდესი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში უზბეკ კამოლიდინ ბახტიროვთან თავად წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგ რომაინ ვალადიესთან ვერაფერს გახდა და ბრინჯაოს მედლის შანსიც დაკარგა.

ქალთა შორის 52 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა მარიამ ლაპაჩიშვილმა, რომელმაც იტალიელ ილენია მონაკოსთან მარცხით მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113125