რაგბი

10:24 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა რაგბის ევროპას 1/4 ფინალში ჩეხეთს 76:0 მოუგო

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო, სადაც მოქმედი ჩემპიონის სტატუსით თამაშობს.

ქართველი მორაგბეები მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 76:0 გაანადგურეს. ცხადია, საქართველო დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქისთვის შანსი საერთოდ არ მიუცია.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ნახევარფინალში 6 ოქტომბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ფინალში გასვლას ეცდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ესპანეთისა და პორტუგალიის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118941