ფეხბურთი

23:22 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანის პირველი წაგება "ბაიერნში" და დაძაბულობა ბუნდესლიგაში

იულიან ნაგელსმანის ერაში „ბაიერნი“ პირველად დამარცხდა. ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „რეკორდმაისტერმა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და მოულოდნელად უქულოდ დარჩა, არადა ამ მატჩს ყველა ტურნირზე 8-მატჩანი მოგებების სერიით შეხვდა.

„ბაიერნმა“ კარგად დაიწყო და ნახევარი საათის თავზე ლეონ გორეცკას გოლით დაწინაურდა, მაგრამ მერე ფრანკფურტელებმა ქამბექი შეასრულეს. ტაიმის ბოლოს მარტინ ჰინტერეგერმა თავით გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე ფილიპ კოსტიჩმა მახვილი კუთხიდან გაიტანა. ამ მომენტში მთლად დამაჯერებლად არ უთამაშია მანუელ ნოიერს და „ბაიერნი“ შინ დამარცხდა. შედეგად, ბუნდესლიგაში ორხელისუფლიანობა დამყარდა.

ეს მას მერე, რაც „ლევერკუზენმა“ ბილეფელდში „არმინიას“ 4:0 მოუგო, პატრიკ შიკი საუკეთესო იყო და დუბლი შეასრულა. „ფარმაცევტებმა“ სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და „ბაიერნთან“ ერთად 16 ქულით ლიდერობას იყოფენ. იქვე არიან „დორტმუნდი“ და „ფრაიბურგი“, რომელთა აქტივში 15-15 ქულაა. ასე რომ, ბუნდესლიგა სანაკრებო პაუზაზე ძალიან დამაინტრიგებლად გავიდა.

„მაინცი“ – „უნიონი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ინგვარტსენი (39), 1:1 ავონი (69), 1:2 ავონი (73)

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 გორეცკა (29), 1:1 ჰინტერეგერი (32), 1:2 კოსტიჩი (83)

„არმინია“ – „ლევერკუზენი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 დიაბი (18), 0:2 შიკი (24), 0:3 შიკი (57), 0:4 0:4 დემირბაი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112103