ფეხბურთი

22:23 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ თავშია

ულე-გუნარ სულშერის გუნდი სულ უფრო სუსტად თამაშობს. სეზონის დასაწისში ატეხილი ხმაურის კვალად, მით უმეტეს, კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ, თითქოს მანკუნიანელთა ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. მაგრამ ახლა უკვე ისეთ მეტოქეებთან კარგავენ ქულებს...

მანჩესტერელთა განწყობას ყველაზე უკეთ კრიშტიანუ გამოხატავდა, ჯერ იყო და, 57-ე წუთზე შეუშვეს მინდორზე. თამაშის დამთავრების შემდეგ კი გამძვინვარებული გაემართა გასახდელისკენ, თან არცთუ სასიამოვნო სიტყვებს ბუტბუტებდა. მთელი მედიისა და გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო.

პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და გოლიც გაიტანეს. თავიმ მარსიალმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმში სულშერმა შეცვლაზე რონალდუ და სანჩო შეიყვანა, მაგრამ მათ რატომღაც თამაშში ჩართვა გაუჭირდათ. მერსისაიდელებმა კი გაათანაბრეს. თაუნსენდმა იყოჩაღა. ეგ კი არა, ევერტონელებმა ბოლოსკენ კიდევ გაიტანეს, მაგრამ ვარ-მა თამაშგარე დააფიქსირა.

კრიშტიანუმ მე-200 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და მეხუთე ფეხბურთელი გახდა, ვისაც ორ ევროპულ ტოპ-ლიგაში ამ ნიშნულისთვის მიუღწევია (ესპანური პრიმერა და პრემიერლიგა). ასეთივე მაჩვენებელი აქვთ ფერნანდო ტორესს (ინგლისი, ესპანეთი), იუგო ლორისს (საფრანგეთი, ინგლისი), კევინ გამეიროსა (ესპანეთი, საფრანგეთი) და კრიშტიანუს თანაგუნდელს, ედინსონ კავანის ( საფრანგეთი, იტალია).

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ („სიტისთან“ და „იუვენტუსთან“), „ჩელსიმ“ ქომაგები გაახარა. თუმცა, „საუთჰემპტონთან“ მატჩი რთული გამოდგა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩალობამ ანგარიშიც გახსნა. მერე ლუკაკუმ და ვერნერმაც გაიტანეს, თუმცა პირველ შემთხვევაში რომელუს თამაშგარე დაუფიქსირეს, ტიმოს კი იმად არ ჩაუთვალეს, რომ ამ ეპიზოდში, მანამდე ასპილიკუეტა არღვევდა თამაშის წესს.

შესვენების შემდეგ უორდ-პროუსმა პენალტით გაათანაბრა, თუმცა მალევე წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა. კაცნაკლულმა „წმინდანებმა“ „არისტოკრატების“ მიძალებას ვეღარ გაუძლეს და ბოლოსკენ კიდევ ორი ბურთი გაუშვეს (ვერნერი, ჩილუელი).

შედეგად, „ჩელსიმ“ 16 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. თუ კვირას „ლივერპულმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ შეხვედრა ფრედ დაასრულეს, „არისტიკრატები“ ლიდერებად მინიმუმ 16 ოქტომბრამდე, ანუ სანაკრებო პაუზის ბოლომდე დარჩებიან.

ჩისკოს „უოტფორდმა“ „ლიდსთან“ „დამსახურებულად“ წააგო. ლიდსელებმა მხოლოდ ერთხელ გაიტანეს, თუმცა უამრავი მომენტი შექმნეს. სტუმარ უოტფორდელებს კი ერთხელაც არ დაურტყამთ კარისკნ. თანაც ჯოშ კინგი და ფრანსისკო სიერალტა დაუშავდათ.

„უოტფორდი“ 7 ქულით მე-14 ადგილზეა. „ლიდსმა“ კი მიმდნარე სეზონში პირველად მოიგო და ქვედა სამეულს თავი დააღწია.

ინგლისი

პრემიერლიგა.

მე-7 ტური. 20 ოქტომბერი

მანჩესტერი - ევერტონი 1:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

1:0 მარსიალი (43), 1:1 თაუნსენდი (65)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, ლინდელოფი, შოუ, მაკტომინეი, ფრედი (პოგბა 70), ფერნანდეში, გრინვუდი, მარსიალი (სანჩო 57), კავანი (რონალდუ 57)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ევერტონი: პიკფორდი, დინი, გოდფრი, კინი, მინა, ალანი, დუკურე, გრეი (დობინი 90+2), თაუნსენდი, გორდონი (დევისი 72), რონდონი

მწვრთნლი: რაფა ბენიტესი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: გრინვუდი (34); დუკურე (76)

ჩელსი - საუთჰემპტონი 3:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

1:0 ჩალობა (9), 1:1 უორდ-პროუსი (60 პენ), 2:1ვერნერი (84), 3:1 ჩილუელი (89)

ჩელსი: მაუნტი, ჩილუელი, ჩალობა, ტიაგუ სილვა, რუდიგერი, ასპილიკუეტა, ლოფტუს-ჩიკი (ბარკლი 83), კოვაჩიჩი (ჟორჟინიო 73), ჰადსონ-ოდოი (მაუნტი 65), ვერნერი, ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

საუთჰემპტონი: მაკარტი, ლივრამენტო, ბედნარეკი, სალისუ, უოკერ-პიტერსი, რომეუ, უორდ-პროუსი, რედმონდი (ელიუნუსი 87), უოლკოტი (დიალო 46), ტელა (ჯენელო 73), არმსტრონგი

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ტიაგუ სილვა (55); რომეუ (34), ჯენელო (90+5), სალისუ (90+1)

გაძევება: უორდ-პროუსი (77)

ლიდსი - უოტფორდი 1:0

ლიდსი. „ელან როუდი“

1:0 ლორენტე (18)

ლიდსი: მელიე, კუპერი, დალასი (რობერტსი 79), ლორენტე, ფირპო, კლიხი (სტრეიკი 90+3), ფილიპსი, შეკლტონი, როდრიგო, ჯეიმსი, რაფინია

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

უოტფორდი: ფოსტერი, როუზი, ფემენია, ტროსტ-ეკონგი, სიერალტა (კაბასელე 69), სისოკო, კუცკა, ტუფანი (პედრო 59), კინგი (სემი 45), დენისი, სარი

მწვრთნელი: ჩისკო

მსაჯი: საიმონ ჰუპერი

გაფრთხილება: ფემენია (59), სარი (65), დენისი (90)

ბარნლი - ნორვიჩი 0:0

ვულვზი - ნიუკასლი 2:1

1:0 ხი ჩან ხვანი (20), 1:1 ჰენდრიკი (41), 2:1 ხი ჩან ხვანი (58)

ბრაიტონი - არსენალი 0:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114571