კალათბურთი

0:31 | 1.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ახალი სეზონი 7 ქულით და 6 მოხსნით გახსნა

ევროლიგის 2021-2022 წლების სეზონმა სტარტი აიღო და თორნიკე შენგელიას ცსკა პირველივე ტურში დამარცხდა. მოსკოვური გუნდი მილანში, „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და 74:84 დამარცხდა.

რუსებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 29:21 მოიგეს, მაგრამ შემდეგ მოპოვებული გაანიავეს, სამივე პერიოდი დათმეს და საბოლოოდ, 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 23:06 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7-ს გაუტოლდა.

ცსკა ევროლის მეორე ტურში 8 ოქტომბერს, სტუმრად თურქულ „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდება. ევროლიგის პირველ ტურში მოიგო ფრანგულმა „მონაკომ“, რომელმაც ათენის „პანათინაიკოსს“ 75:63 აჯობა. მოგეხსენებათ, „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილია.

0.11475