ფეხბურთი

12:53 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა დე ხეას მსოფლიოს საუკეთესო მეკარე უწოდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1) „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, მეკარე დავიდ დე ხეა განსაკუთრებით შეაქო.

„საბედნიეროდ, ჩვენს კარში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იდგა. დავიდი შეუდარებელი იყო. მეორე ტაიმში „ვილიარეალი“ მეტად ფლობდა ბურთს, თამაში გაიხსნა და მეტს გვიტევდნენ. დე ხეას რთული ზაფხული ჰქონდა. ევრო 2020-ზე გაემგზავრა და წუთიც არ უთამაშია. თუმცა ნაკრებიდან მომართული, მუშაობის ხალისით დაბუნდა, რაც ძალიან მომეწონა.

დავიდმა დღეს მარცხს გადაგვარჩინა.“ - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111597