ფეხბურთი

15:47 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "მეცინება, როდესაც სოციალურ ქსელში ამ სისულელეებს ვკითხულობ"

„პარი სენ ჟერმენის“ მეკარეს, ჯანლუიჯი დონარუმას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელმა მთავარ საკლუბო ტურნირში პირველი მატჩი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა (2:0).

დონარუმამ მატჩის შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ კრიტიკა, რომელიც მის მიმართ ისმის, სასაცილოა.

„ამაზე ვოცნებობდი და ის ახდა. შესანიშნავი თამაში იყო და უზომოდ ბედნიერები ვართ. მადლობას ვუხდი მათ, ვინც ჩემთან ახლოს იყო, რადგან ადვილი პერიოდი არ მქონდა. თუმცა, ყველაფერს თავი დავაღწიე, რადგან საოცარი ოჯახი მყავს. მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა. კარგია ჩემპიონებთან ერთად თამაში, ისინი მეხმარებიან და განვითარებისკენ მიბიძგებენ. ვულოცავ მესის ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გოლს პსჟ-ს რიგებში.

კრიტიკა? მეცინება, როდესაც სოციალურ ქსელში ამ სისულელეებს ვკითხულობ. ვიცი, ვინ, ვინ არის, არანაირი პრობლემა არაა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და მყავს გუნდი, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერს“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ ჟერმენს“ „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და დღემდე ფრანგული გუნდის შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116427