თამაშგარე

12:24 | 28.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდია “მილანისთვის“ გაიხდის

საფეხბურთო კლუბ “მილანის“ თავგადაკლული ქომაგობით სახელგანთქმული იტალიელი მოდელი კლაუდია რომანი “როსონერის“ ბოლოდროინდელი გამოცოცხლებით და კარგად ათამაშებით ნამეტანი კმაყოფილია და ლათინოამერიკელი კოლეგების მსგავსად, იტალიელ ქომაგებს მომავალში ისიც დიდ სიურპრიზს ჰპირდება.

განსაკუთრებული მისნობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ თუკი “მილანმა“მიმდინარე საფეხბურთო სეზონში იტალიაში იპირველა, სენიორიტა კლაუდია სახალხოდ გაშიშვლებას აპირებს. როგორც იცით, საყვარელი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში გაშიშვლების ტრადიცია სწორედ ხსენებულმა ლათინოამერიკელმა მოდელებმა დაამკვიდრეს.

აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კლაუდია რომანი თავის დროზე მსოფლიოს 100 ყველაზე სექსაულურ და ლამაზ ქალს შორის მოხვდა და ამ აღიარებთ იგი დღემდე ამაყობს. კლაუდია რამდენად იმსახურებს ამ მართლაც რომ მნიშვნელოვან აღიარებას, აქ წარმოდგენილი ფოტოებიდანაც შეგიძლათ დაასკვნათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151724