ფეხბურთი

23:40 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილმა ჯერ პენალტი მოიპოვა, შემდეგ გააძევეს (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ნიქოზიის „აპოელმა“ „პაეეკს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ლუკას სოუზამ გაიტანა და ნიქოზიელებს სეზონში პირველი ქულები მოაპოვებინა.

თუმცა, ჩვენთვის საინტერესო მოვლენები მანამდე განვითარდა. თორნიკე ოქრიაშვილი 77-ე წუთზე გააძევეს. ქართველმა ნახევარმცველმა პირველი გაფრთხილება 64-ე წუთზე, ხოლო მეორე 77-ე წუთზე მეტოქისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმისთვის მიიღო და მოედანი დატოვა.

არადა, მანამდე ოქრი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ხოლო 31-ე წუთზე საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა, წააქციეს და პენალტი გამოიმუშავა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ანტონ მაგლიცამ არაზუსტად დაარტყა. „აპოელს“ მომდევნო მატჩი ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ აქვს და გამოდის, რომ დისკვალიფიკაციის გამო თორნიკე ყოფილ გუნდთან ვერ ითამაშებს.

„პაეეკთან“ კი ოქრის გარდა მურთაზ დაუშვილმა ითამაშა, ბოლო ნახევარი საათი, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იმყოფებოდა. „აპოელს“ ოთხ ტურში 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

0.113459