ფეხბურთი

19:15 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ჩვენს გუნდში გამოცდილების და კონცენტრაციის ნაკლებობაა"

ბელგიური „სერანის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „გენკთან“ (0:3) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, მათი გუნდი გამოუცდელია და ამან თავი იჩინა.

„ჩვენ უბრალოდ ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მათ დამსახურებულად მოიგეს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ პირველი გოლი გავუშვით, ცოტა ხანში კი „გენკმა“ მეორედ გაიტანა. ჩვენს გუნდში კონცენტრაციის და გამოცდილების ნაკლებობაა. ჩვენ სწავლა უნდა გავაგრძელოთ. გოლის გატანის შანსი გვქონდა და თამაშში დავბრუნდებოდით, მაგრამ ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ, ერთმანეთს კარგად იცნობენ, სწრაფად თამაშობენ და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. სამი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ და ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ „სტანდარდთან“ და „ანტვერპენთან“ ქულების მოპოვებას ვიმსახურებდით. ახლა მომდევნო მატჩი „ზულტე ვარეგემთან“ უნდა მოვიგოთ“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, „სერანი“ ბელგიის ჩემპიონატში 9 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო მიქაუტაძემ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი ამ სამივე თამაშში დამარცხდა. გარდა ამისა, გიორგიმ ბელგიის თასზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11085