ფეხბურთი

19:55 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის ულამაზესი გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის მეორე დივიზიონში გიორგი მერებაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „პოდბესკიძიემ“ მეათე ტურში შინ „რესოვია“ 2:0 დაამარცხა.

მერებაშვილმა 74 წუთი ითამაშა და 48-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ვეტერან ქართველ შემტევს გოლი ძალიან მაგარი გამოუვიდა, ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო, მეტოქის მცველი რამდენჯერმე მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან დიდებულად დაარტყა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო „პოდბესკიძიე“ 18 ქულით მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113616