ფეხბურთი

23:51 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ერთპიროვნულად გალიდერდა

„სიტიმ“ „ჩელსისთან“ ბოლოდროინდელი სამწაგებიანი სერია შეწყვიტა. „სტემფორდ ბრიჯზე“ მართლაც შესანიშნავი, უმაღლესი კლასის ფეხბურთი ვიხილეთ, რომელშიც უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. „ქალაქელებმა“ თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და ბურთზე ჩვეული კონტროლი დაამყარეს. მასპინძლები კი სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. პირველ ტაიმში ტომას ტუხელის ტაქტიკამ ნაწილობრივ გაამართლა.

შესვენების შემდეგ კი მალევე გაბრიელ ჟესზუსმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, საჯარიმოში მცველებით გარემოცულმა, შემობრუნებით დაარტყა მიზანში. და თამაში გაიხსნა. „ჩელსიც“ გააქტიურდა წინა ფლანგზე, მაგრამ „სიტის“ კონტრშეტევებზე კიდევ რამდენჯერმე მართებდა გატანა.

„ასტონ ვილასთან“ „მანჩესტერის“ იოლ გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ წაგებას...

თავიდანვე ვთქვათ, რომ ბირმინგენელებთან კრიშტიანუ რონალდუს გოლების სერია შეწყდა. არა, მასპინძლებს ცუდად არ უთამაშიათ, იღბლის შემთხვევაში, შეიძლება დიდი ანგარიშითაც გაემარჯვათ, მაგრამ იმავეს თქმა შეიძლბა „ასტონ ვილაზეც.“

მასპინძელთა ესპანელ მეკარეს, დავიდ დე ხეას, რამდენჯერმე დასჭირდა თავისი ოსტატობის გამოვლენა, საკუთარი კარის მშრალად შესანახად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა, 88-ე წუთზე კორტნი ჰაუსმა მისი კარი მაინც დალაშქრა და თვისიანებს გამარჯვება მოუტანა.

სულშერის ბიჭებს შეეძლოთ მარცხისგან თვის დაღწევა, მაგრამ მესამე დამატებულ წუთზე ბრუნუ ფერნანდეშს მეკარე ემილიანო მარტინესმა პენალტი აუღო.

საინტერსო გახლდათ „ლესტერი“ – „ბარნლის“ შეხვედრაც (2:2), სადაც თითქმის ყველა გოლი ლესტერშირელმა ჯეიმი ვარდიმ გაიტანა. თავიდან საკუთარ კარში შეაგდო, შემდეგ კი დუბლი მიითვალა...

დღის გვიან მატჩში „ლივერპული“ ახალწვეულ „ბრენტფორდს“ დაუზავდა. მერსისაიდელები თავიდან აგებდნენ, მერე ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ დრამატული შეხვედრა 3:3 დამთავრდა. აქედან ერთი მო სალაჰმა შეაგდო, რომელიც ეგვიპტელისთვის „ლივერპულის“ მაისურით გატანილი მე-100 პრემიერლიგური გოლი გამოდგა

ახლა 14 ქულით პრემიერლიგის ცხრილს „ლივერპული“ ლიდერობს. ქულით ნაკლები ერთბაშად ოთხ გუნდს: „მანჩესტერ სიტის,“ „ჩელსის,“ მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ევერტონს“ აქვთ. ისინი მე-2-5 ადგილებს იყოფენ.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-6 ტური

25 სექტემბერი

ჩელსი - სიტი 0:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

0:1 ჟეზუსი (53)

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა, რუდიგერი, კრისტენსენი, ალონსო, ჯეიმსი (ტიაგუ სილვა 29) , ჟორჟინიო (ლოფტუს-ჩიკი 76), კანტე (ჰავერცი 60), კოვაჩიჩი, ვერნერი, ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ლაპორტი, კანსელუ, როდრი, დე ბრუინი (მაჰრეზი 81), ბერნარდუ სილვა, გრილიში (სტერლინგი 87), ფოდენი (ფერნანდინიო 87), ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: ალონსო (77), კრისტენსენი (78), რუდიგერი (84); ლაპორტი (65), დიაში (90+6)

მანჩესტერი - ასტონ ვილა 0:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

0:1 ჰაუსი (88)

90+1 წუთზე ფერნანდეშმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, მაგუაირი (ლინდელოფი 67), ვარანი, შოუ (დალოტი 34), ფრედი, მაკტომინეი (კავანი 82), პოგბა, ფერნანდეში, გრინვუდი, რონალდუ

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ასტონ ვილა: მარტინესი, კონსა, მინგსი, ჰაუსი, კეში, მაკგინი, დუგლას ლუისი, ჯეიკობ რემზი (არჩერი 86), თარგეტი, ინგზი (ბუენდია 78), უოტკინსი

მწვრთნელი: დინ სმიტი

მსაჯი: მაიკლ დინი

გაფრთხილება: შოუ (29), ფრედი (77); მაკგინი (66), კეში (90)

ბრენტფორდი - ლივერპული 3:3

ბრენტფორდი. „ბრენტფორდ ქომიუნითი“

1:0 პინოკი (27), 1:1 ჟოტა (31), 1:2 სალაჰი (55), 2:2 იანელტი (63), 2:3 ჯონსი (67), 3:3 ვისა (82)

ბრენტფორდი: რაია, პინოკი (ზანკა 42), იანსენი, აიერი, ჰენრი, იანელტი, ონიეკა (ბაპტისტი 68), კანიოსი, ნერგორი (ვისა 78), მბუემო, ტოუნი

მწვრთნელი: ტომას ფრანკი

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ჯონსი (ფირმინო 68), მანე, სალაჰი, ჟოტა

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: ონიეკა (44)

უოტფორდი - ნიუკასლი 1:1

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

0:1 ლონგსტაფი (23), 1:1 სარი (72)

უოტფორდი: ფოსტერი, როუზი, ტროსტ-ეკონგი, კეტკარტი, ფემენია (ნგაკია 67), კლევერლი (ტუფანი 46), სისოკო, სარი, დენისი (ეტებო 75), კუცკა (პედრო 64), კინგი

მწვრთნელი: ჩისკო

ნიუკასლი: დარლოუ, კლარკი, რიჩი, ჰეიდენი, ფერნანდესი, მანკილიო, ჟოელინტონი, ალმირონი (მერფი 79), უილოკი (გეილი 83), ლონგსტაფი, სენ-მაქსიმენი

მწვრთნელი: რაფა ბენიტესი

მსაჯი: ჯერარდ ჯილეტი

გაფრთხილება: დენისი (17), ტროსტ-ეკონგი (40), როუზი (56), კეტკარტი (69); მანკილიო (18), რიჩი (30), დარლოუ (90+1)

ლესტერი - ბარნლი 2:2

0:1 ვარდი (12 საკ. კარში), 1:1 ვარდი (1:1), 1:2 კორნე (40), 2:2 ვარდი (85)

ლიდსი - ვესტ ჰემი 1:2

1:0 რაფინია (19), 1:1 ფირპო (67 საკ. კარში), 1:2 ანტონიო (90)

ევერტონი - ნორვიჩი 2:0

1:0 თაუნსენდი (29 პენ), 2:0 დუკურე (77)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102365