ძიუდო

17:32 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ვერცხლის მედალი უკვე გაინაღდა.

ტატო პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მოლდოველი ნიცონ ზაბოროსჩიუ დაამარცხა, რასაც ფრანგ ბაპტისტე პიერთან გამარჯვება მოჰყვა და ნახევარფინალში აღმოჩნდა. იქ გრიგალაშვილმა ნიდერლანდელი ჯიმ ჰეიმანიც დაამარცხა და ფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს შეხვდება.

81 კგ წონით კატეგორიაში ასევე ასპარეზობა ზაურ დვალაშვილი, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო ესპანელ ხოსე მარია მენდიოლასთან. 73 კგ წონით კატეგორიაში ჯუმბერ მელაძემ პირველ წრეში დიდი ბრიტანელი დანიელ პოუელი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან თვითონ მარცხი განიცადა და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129127