ფეხბურთი

0:55 | 25.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტური „ფიურტისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩით დაიწყო და იულიან ნაგელსმანის გუნდმა უპრობლემოდ მოიგო, იმის მიუხედავად, რომ მეორე ტაიმი მთლიანად რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა.

თუმცა, იმ დროისთვის „რეკორდმაისტერს“ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მატჩის ბედი. მეათე წუთზე ტომას მიულერმა გაიტანა, ხოლო 31-ე წუთზე იოზუა კიმიხმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის სტარტზევე ბენჟამენ პავარი გააძევეს დარჩენი დროში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს და მიუნხენელებმა 3:1 იმარჯვეს. სხვათა შორის, მოედანი უგოლოდ დატოვა რობერტ ლევანდოვსკიმ და "ბაიერნის" რიგებში თებერვლის შემდეგ ასეთი რამ პირველად მოხდა...

„ბაიერნს“ ჩინებული სტარტი გამოუვიდა, მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო და 16 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11321