ჩოგბურთი

22:39 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე წყვილთა შორის წარმატებულ თამაშს აგრძელებს

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ვალენსიაში მიმდინარე რიგით მეორე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. წყვილთა თანრიგში გორგოძემ და ლაურა პიგოსიმ სარა ბეტ გრეის და დესპინა პაპამიჩაილის დუეტს 6:4, 6:3 მოუგო. ნახევარფინალში ქართველი და ბრაზილიელი ივონე კავალიე-რეიმერსს და დანიელა სეგელს დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე სეგელს ერთეულთა თანრიგში ამავე ტურნირის პირველ წრეში შეხვდა და 4:6, 7:6, 2:6 დამარცხდა. ამჯერად ეკატერინეს შანსი აქვს რევანში აიღო და ისიც უნდა ითქვას, რომ წყვილთა შორის გორგოძე მიმდინარე წელს კარგად ასპარეზობს. 2021 წელს ეკატერინემ სამი ტურნირი მოიგო (ბელინცოლა, კარლსრუე, ვალენსია), ხოლო გასული წლის მიწურულს დუბაიშიც გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100958