ფეხბურთი

21:56 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსმა შესაძლოა "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის "რეალთან" ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. როგორც Fichajes-ი იუწყება, ახალი კონტრაქტის პირობების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება. ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად, ვინისიუსი წელიწადში ექვს მილიონ ევროს იღებს და მისი გამოსასყიდი თანხა ერთი მილიარდია.

ჯერჯერობით უცნობია ახალი დეტალები, თუმცა ფეხბურთელს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და სავარაუდოდ, მისი ანაზღაურება გაიზრდება. მიმდინარე სეზონში ჟუნიორმა ექვს შეხვედრაში თავი ხუთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113884