ფეხბურთი

19:52 | 22.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი "ბარსელონას" მწვრთნელობაზე: "საკომენტარო არაფერია"

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ევროპულმა მედიამ "ბარსელონას" დაუკავშირა და გუნდის მომავალ თავკაცად მოიაზრებს. აღნიშულ თემასთან დაკავშირებით მარტინესმა Eurosport-თან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ჭორები ფეხბურთში ყოველთვის ვრცელდება და ნორმალური პროცესია.

"წარმოიდგინეთ, რომ საერთოდ არაფერი, მართლაც არაფერია საკომენტარო ამ თემაზე. როდესაც სამ მატჩს აგებ, ჭორები ვრცელდება, რომ სამსახურს კარგავ. როდესაც კარგად ათამაშებ გუნდს და შედეგი გაქვს, მაინც ჭორებია. ცხადია, ჭორები ყოველთვის არის და იქნება, რაც ნორმალურია ფეხბურთში. მაგრამ ამ დროისთვის საკომენტარო არაფერია." - განაცხადა რობერტომ.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" ხუთი მატჩიდან ორი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ამ დროისთვის გუნდი ლა ლიგაში მერვე ადგილზეა და გულშემატკივრები რონალდ კუმანის მუშაობით უკმაყოფილოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121389