თამაშგარე

12:17 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

იარომირ იაგრი შეიძლება დაქორწინდეს

ვეტერანი ჩეხი ჰოკეისტი იარომირ იაგრი სპორტსმენ მამრთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბერბიჭა იყო, რომელსაც ცოლი პრინციპულად არ მოჰყავდა და ისე მიუკაკუნა 48 წლის ასაკმა, რომ ცოლის შერთვაზე როდესაც სიტყვას ჩამოუგდებდნენ, მხოლოდ ირონიულ და ღლაბუცის შემცველ პასუხებს იძლეოდა.

ახლა როგორც ჩანს ლეგენდარული ჰოკეისტის არანაკლებად ლეგენდარული ბერბიჭობა სრულდება და როგორც ევროპული ბულვარული მედია გვამცნობს, ძალიან დიდი შანსია, რომ იარომირი მასზე მთელი 22 წლით უმცროს თანამემამულე მოდელზე, მშვენიერ დომინიკა ბერანიშოვაზე დაქორწინდეს.

რთული სათქმელია როგორ მოახერხა დომინიკამ ქვასავით გაუტეხელი და ჯიუტი იარომირ იაგრის “შებმა“. ისე კი, ვეტერან ჰოკეისტს ქალები მუდამ თავს ეხვია და სატრფოდაც უამრავი ლამაზმანი “დაზვერა“. აი ცოლად მოყვანის გადაწყვეტილებას კი მისგან ბევრი ნამდვილად აღარ ელოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127944