ფეხბურთი

21:28 | 20.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

MARCA მამარდაშვილზე წერს: "ორი ინციდენტი და შეცდომები, რომლებიც განვითარებისთვის საჭიროა"

„ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია ორ შეცდომაზე, რომლებიც ქართველმა კიპერმა ბოლო ორ მატჩში დაუშვა.

გამოცემა წერს, რომ 20 წლის მეკარისთვის შეცდომები ნორმალურია და ეს მისი მომავლისთვის უკეთესია, რაზეც მან უნდა ისწავლოს. Marca-ს სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ სასტარტო მეკარეა, მაგრამ ის სულ რაღაც 20 წლისაა და როგორც თავად ამბობს, ორი დღეა, რაც ელიტაში თამაშობს. ქართველი მეკარე ხმაურის გარეშე გადავიდა „ვალენსიაში“ და შავ-თეთრების კარის მფლობელი გახდა გარემოებების გამო, მაგრამ მან თითოეული მოქმედებით კარგად ისარგებლა და ყველაფერი ზუსტად გაზომა. მას აქვს შესანიშნავი თვისებები, მაგრამ შეცდომები უნდა დაუშვას და ინციდენტებიც გაიაროს. ეს უნდა მოხდეს იმისთვის, რომ შეძლოს მისი გადალახვა და უკეთესია, რომ ეს მოხდა. ხუთი ტური გავიდა და ხოსე ბორდალასისთვის ეჭვგარეშე ძირითადის წევრია. მისმა თამაშმა ფურორი გამოიწვია, ის თითქმის არსაიდან გამოჩნდა. ცხადია, ახალგაზრდაა და უწევს დელიკატური მომენტის გავლა, რაც მომავალში გამოადგება. ზოგიერთი შეცდომა კი ეხმარება.

„ოსასუნასთან“ ბურთი სუსტად დაიჭირა და გოლი გაუქმდა

„ოსასუნასთან“ გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ იყო ისეთი მოქმედება, რომლის დროსაც გოლი გაუშვა. 1:3-ზე მან ბურთი დაიჭირა, თუმცა, ეს გააკეთა ძლიერად და „ოსასუნას“ ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. VAR-მა ის გააუქმა, რადგან ბურთი უდაოდ ხელში ჰქონდა დაფიქსირებულები და წესებით გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. თუმცა, მეკარეს იმ მომენტში პროტესტი არ გამოუხატავს, ალბათ იმიტომ, რომ ვერ შეამჩნია, რადგან ბურთი ძლიერად არ დაუჭირავს. გაუმართლა და VAR-ი დაეხმარა. მას მცირედი ინციდენტი შეემთხვა.

მადრიდის „რეალთან“ 1:2: გოლი ნახევრად დაცვის ბრალია

შემდეგ დადგა „რეალთან“ მატჩი, მაღალი დონის გამოწვევა. ქართველი მეკარე მთელი თამაში ფარივით იყო. მან დაბლოკა მადრიდელთა ყველა მცდელობა. ფულკიეს რიკოშეტის შემდეგ პირველ გოლზე ვერაფერს მოახერხებდა, მაგრამ მეორე გოლში გაურკვევლობისა და ეჭვის მომენტი მეკარესა და მცველებს შორის ნამდვილად იყო, კარიდან გამოსვლა დააგვიანა და ბენზემამ ასეთი მომენტებით სარგებლობა იცის.

გიორგი მამარდაშვილმა თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „უიღბლო დღე, კარგი გამოცდილება“. ოპტიმისტური მესიჯი იმის გაგებით, რომ ინდივიდუალური და კოლექტიური ასპექტები უნდა გაუმჯობესდეს.

სილესენი მოვლენების განვითარებას ელოდება

ყოველივე ამის შემდეგ იასპერ სილესენი ელოდება თავის შანსს, რომელიც მისი აზრით უფრო ადრე უნდა მოსულიყო, მაგრამ მამარდაშვილმა ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა. მან შესაძლებლობა გამოიყენა. უფრო მეტიც, ნიდერლანდელი ფიქრობდა, რომ „ოსასუნას“ წინააღმდეგ სასტარტოში იქნებოდა და იმედგაცრუებული დარჩა. თამაშის მეორე დღეს ბორდალასს ესაუბრა ყველაფერში გასარკვევად და ჰარმონიული სიტუაციის მოსაძებნად“, - წერს გავლენიანი გამოცემა.

შეგახსენნებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში ხუთი მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და 4 გოლი აქვს გაშვებული. აღსანიშიშნავია, რომ გიორგიმ „მესტალიაზე“ პირველად გაუშვა გოლები და აქამდე მშრალი სერია ჰქონდა. „ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და 22 სექტემბერს, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ ესტუმრება.

0.151925