ფეხბურთი

21:56 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "რეალთან" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს

"ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. გუნდების სასტარტოები უკვე ცნობილი გახდა და 20 წლის კიპერს ხოსე ბორდალასი ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში ენდო.

მამარდაშვილისთვის ეს იქნება რიგით მეხუთე მატჩი ლა ლიგაში. წინა ოთხ შეხვედრაში მან ორჯერ კარი მშრალად შეინახა და სულ რაღაც ორი გოლი გაუშვა. ამდენად, ბორდალასისთვის ცვლილების საბაბი არ მიუცია.

"ვალენსია" - "რეალის" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.117965