ავტოსპორტი

20:16 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბინოტო - „მერსედესს“ ჯერაც 20 ცხენის ძალით ჩამოვრჩებით

იტალიის დიდი პრიზის შემდეგ, კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე, მესამე ადგილზე „მაკლარენმა“ გადაინაცვლა, რომელმაც რბოლა დუბლით დაასრულა. უოკინგელებმა „ფერარი“ ჩამოაქვეითეს, რომელიც მონცაზე მეოთხე და მეექვსე ადგილებს დასჯერდა. მათ შორის სხვაობამ 13.5 ქულას მიაღწია.

მარანელოელთა შეფი მატია ბინოტო ამის ძირითად მიზეზად, „მერსედესის“ ძრავის (რომელსაც მაკლარენი იყენებს) სიმძლავრეს ასახელებს. იტალიურმა გუნდმა გასულ სეზონთან შედარებით, ძრავი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, მაგრამ როგორც ბინოტო ამბობს, „მერსედესის“ ძრავი სიმძლავრით კვლავაც მიუწვდომელი რჩება.

„მონცაზე დადასტურდა, რომ ჩვენი ძრავი, მერსედესისას 20 ცხენის ძალით ჩამორჩება. ჩვენთვის ეს სიახლე არაა. მონცაზე წაგების გამო კი ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებთ. ძვენ ძრავის გაუმჯობესებაზე მუშაობას ვაგრძელებთ და მის გამოყენებას ამ სეზონშივე დავიწყებთ“, - ამბობს ბინოტო.

მისი თქმით, უშუალო კონკურენტთან ამდენი ქულის დათმობა საწყენია. მაგრამ საერთო ჯამში, ბინოტო მონცაზე გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო არაა. „ვერც პილოტებს ვუსაყვედურებ და სტრატეგიასაც ვერ დავიწუნებ. პიტ სტოპებიც კარგად შევასრულეთ“, - ამბობს ბინოტო.

მოსალოდნელია, რომ „ფერარი“ განახლებული ძრავების გამოყენებას, თურქეთის ეტაპიდან დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113656