თამაშგარე

15:18 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ეკურკურება ჟიზელს?

ფეხბურთის ქომაგები კარგად იცნობენ გერმანული წარმოშობის ბრაზილიელ სუპერ-მოდელ ჟიზელ ბუნდჰენს, რომელიც ერთ დროს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თილისმის ტიტულსაც ატარებდა და “სელესაო“ მხოლოდ მაშინ დაუთმო სხვებს, როდესაც მიხვდა, რომ პოპულარობისთვის ფეხბურთის გამოყენება აღარაფერში სჭირდებოდა.

ჟიზელი როგორც მის საქმიანობას შეეფერება, ნამატნავად დაკავებული ქალია და ბულვარულ მედიასთან საჭორაოდ იშვიათად იცლის, თუმცა როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუზე თანხმდება, საკმაოდ გულრწფელია ხოლმე და ხშირად მოულოდნელი და სკანდალური ამბებიც კი წამოუწყრანტალებია.

აი მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ჟიზელმა აღიარა, რომ მასთან უფრო მეტად დაახლოების დიდი სურვილი ბრაზილიის მოქმედ პრეზიდენტ ბოლსონაროს ჰქონდა, თუმცა მოდელმა პოლიტიკოსს ამაზე უარი სტკიცა. ახლა ბოლსონარო სულ სხვა გასაჭირში და საფიქრებელშია და ბრაზილიაში მოვლენები ისე ვითარდება დიდი შანია, პრეზიდენტის სკამიც კი დაკარგოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11378