ფეხბურთი

10:24 | 16.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე დაშავდა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ვერ ჩაამთავრა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი „ბრიუგესთან“ (1:1). მიზეზი ტრავმაა. ის 51--ე წუთზე არგენტინელმა მაურო იკარდიმ შეცვალა. როგორც შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ თქვა, მბაპემ ტერფი დაიზიანა.

„მბაპემ ტერფი დაიზიანა. მას მანამდეც ჰქონდა ორივე ტერფის პრობლემა. ვნახოთ, როგორი იქნება მისი მდგომარეობა. ხუთშაბათს გამოკვლევის შემდეგ, უფრო დაზუსტებით შეგვეძლება რაიმეს თქმა.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს L'Equipe.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121067