ფეხბურთი

15:57 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ მაძარიმ სერია A-ს კლუბი ჩაიბარა

იტალიის სერია A-ს ბინადარ „კალიარის“ ვალტერ მაძარი გაწვრთნის. გამოცდილმა სპეციალისტმა ლეონარდო სემპლიჩი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

სემპლიჩისთვის გადამწყვეტი „ჯენოასთან“ საშინაო მარცხი აღმოჩნდა, რომელსაც სარდინიელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს 3 გოლი გაუშვეს და წააგეს.

მაძარი ბოლოს „ტორინოს“ ავარჯიშებდა, რომელიც 2020 წელს დატოვა. მას ასევე „პისტოიეზეში“, „ლივორნოში“, „რეჯინაში“, „სამპდორიაში“, „ინტერსა“ და „უოტფორდში“ უმუშავია, ყველაზე კარგად კი 2009-2013 წლებში „ნაპოლის" წვრთნიდა. „კალიარი“ სერია A-ში სამი ტურის შემდეგ 1 ქულით მე-17 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127799