ფეხბურთი

1:17 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: უსუსური "ბარსელონა" და სეზონში "იუვეს" პირველი გამარჯვება

ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონმა სტარტი აიღო და ფაქტია, რომ წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება. „ბარსელონა“ პირველივე ტურში განადგურდა, თანაც ძალიან უსუსურად ითამაშა. „ბაიერნმა“ კატალონური გრანდისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა. კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერში“ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა.

E ჯგუფი

„ბარსელონა“ ლიონელ მესის გარეშე სხვა გუნდია და ეს ფაქტია. რონალდ კუმანის გუნდმა „ბაიერნთან“ ისე წააგო, რომ არც უბრძოლია. ტომას მიულერმა პირველ ტაიმში გაიტანა, ხოლო მეორე ნახევარში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა.

„ბარსა“ რას აკეთებდა? არაფერს და კარში საერთოდ არ დაურტყამს... მიუნხენურმა გუნდმა ძალების მაქსიმალური დაზოგვით მოიგო და ფაქტია, რომ ესპანურ გრანდს წელს გაუჭირდება. სხვათა შორის, „ბარსელონამ“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო ჩემპიონთა ლიგაზე შინ („ბაიერნთან“ 0:3, პსჟ-სთან 1:4 და „იუვენტუსთან“ 0:3), რაც კლუბის ისტორიაში ევროტურნირებზე პირველად მოხდა. ამავე ჯგუფში კიევის „დინამომ“ და ლისაბონის „ბენფიკამ“ გოლები ვერ გაიტანეს და ქულები გაიყვეს.

„ბარსელონა“ – „ბაიერნი“ 0:3 (0:1)

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

„ბარსელონა“ (3-5-2): ტერ შტეგენი; არაუხო, ერიკ გარსია (მინგესა 66), პიკე; სერხი რობერტო (დემირი 59), ფ. დე იონგი, ბუსკეტსი (გავირა 59), პედრი, ალბა (ბალდე 74); ლ. დე იონგი (კოუტინიო 66), დეპაი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

„ბაიერნი“ (4-1-4-1): ნოიერი; პავარი (ერნანდესი 66), უპამეკანო, ზიულე (სტანიშიჩი 82), დევისი; კიმიხი; სანე (კომანი 82), მიულერი (ზაბუცერი 82), გორეტცკა, მუსიალა (გნაბრი 70); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 მიულერი (34), 0:2 ლევანდოვსკი (56), 0:3 ლევანდოვსკი (85)

გაფრთხილება: გავირა (82) - კიმიხი (5), უპამეკანო (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (0) – 13 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

„დინამო კიევი“ – „ბენფიკა“ 0:0 (0:0)

კიევი, „ოლიმპიური სტადიონი“

„დინამო კიევი“ (4-2-3-1): ბოიკო; კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, მიკოლენკო; სიდორჩუკი, შაპარენკო; ციგანკოვი (კარავაევი 76), ბუიალსკი, დე პენა (ვერბიჩი 76); შკურინი (გარმაში 59)

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

„ბენფიკა“ (3-4-3): ვლახოდიმოსი; ოტამენდი, ვერტონგენი, მორატო; ჟილბერტო (ლაზარო 59), ჟოაო მარიო (ტაარაბტი 85), ვაიგლი, გრიმალდო; რაფა სილვა (პიცი 90), იარემჩუკი (ნუნიესი 59), ევერტონი (რადონიჩი 59)

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში

გაფრთხილება: სიდორჩუკი (52), ზაბარნი (73), გარმაში (82) - რაფა სილვა (21), იარემჩუკი (44), ვაიგლი (71)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 8:0

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

F ჯგუფი

ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი ძალზე საინტერესოდ დაიწყო. პირველივე მატჩში დიდი სენსაცია დაფიქსირდა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბერნში, „იანგ ბოისთან“ დამარცხდა!

კრიშტიანუ რონალდუმ 2009 წლის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა „იუნაიტედის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე, რაც მისთვის ამ ტურნირზე 177-ე იყო და იკერ კასილიასის რეკორდი გაიმეორა. პორტუგალიელს 13 წუთი დასჭირდა იმისთვის თავი გამოეჩინა და ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ ახლო ამნძილიდან ანგარიში გახსნა. თუმცა, შვეიცარიელებმა შემდეგ ბრწყინვალედ ითამაშეს, თანაც, ტაიმის ბოლოს ვან-ბისაკა გააძევეს და ამით ბერნელებმა ისარგებლეს. მეორე ტაიმში „იანგ ბოისმა“ ორი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპივა. გამარჯვების გოლი, რომელიც სრულიად დამსახურებული იყო, შვეიცარიის ჩემპიონმა მსაჯის მიერ კომპენსრირებულ ბოლო მეხუთე წუთზე გაიტანეს.

ამავე ჯგუფში „ვილიარეალმა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლა და გულშემატკივარმა ძალზე საინტერესო მატჩი იხილა. იტალიელები სწრაფადვე რემო ფროილერის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მეორე ნახევარში წინ გასვლაც შეძლეს. „ატალანტამ“ ბოლომდე იბრძოლა და 83-ე წუთზე რობინ გოსენსის გოლით წონასწორობა აღადგინა და ქულა მოიპოვა.

„იანგ ბოისი“ – „მანჩესტერი“ 2:1 (0:1)

ბერნი, „სტად დე სუისი“

„იანგ ბოიზი“ (4-2-3-1): ვან ბოლმოსი; ჰეფტი (სულეიმანი 82), კამარა, ლაუპერი (ზესიგერი 90), გარსია; სიერო (სიებატხუ 46), მარტინსი (რიედერი 82); ფასნახტი, ებიშერი, ნგამალეუ; ელია (კანგა 90)

მწვრთნელი: დავიდ ვაგნერი

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): დე ხეა; ვან-ბისაკა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ; ვან დე ბეეკი (ვარანი 46), ფრედი (მარისალი 90); სანჩო (დალოტი 37), პოგბა, ბრუნო ფერნანდეში (მატიჩი 72); რონალდუ (ლინგარდი 72)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

გოლები: 0:1 რონალდუ (13), 1:1 ნგამალეუ (66), 2:1 სიებატხუ (90)

გაფრთხილება: ფასნახტი (45), მარტინსი (50) - ვარანი (64)

გაძევება: ვან-ბისაკა (35)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 2 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ფრანსუა ლეტექსი (საფრანგეთი)

„ვილიარეალი“ – „ატალანტა“ 2:2 (1:1)

ვილიარეალი, „კერამიკა“

„ვილიარეალი“ (4-3-3): რული; ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა; პარეხო, კაპო, ტრიგეროსი; მორენო, დია, პინო

მწვრთნელი: უნაი ემერი

„ატალანტა“ (3-4-2-1): მუსო; ტოლოი, პალომინო, ჯიმსიტი; ძაპაკოსტა, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; მალინოვსკი, პესინა; ძაპატა

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

გოლები: 0:1 ფროილერი (6), 1:1 ტრიგეროსი (39), 2:1 დანხუმა (73), 2:2 გოსენსი (83)

გაფრთხილება: კაპო (55), მორენო (65), პინო (71), კოკელინი (76, 84) - დე რუნი (24)

გაძევება: კოკელინი (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 10 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

G ჯგუფი

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი „სევილიასა“ და „ზალცბურგს“ შორის შედგა და პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:1. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი პენალტით გავიდა და გარდა ამისა, პირველივე ტაიმში „ზალცბურგმა“ ორი პენალტი ვერ გაიტანა. ანუ, 45 წუთში 4 პენალტი დაინიშნა!

ამავე ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი დასრულდა ფრედ. „ლილმა“ და „ვოლფსბურგმა“ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს.

„სევილია“ – „ზალცბურგი“ 1:1 (1:1)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი (მონტიელი 87), დიეგო კარლოსი, კუნდე, აკუნია; ჯორდანი (დელანი 46), ფერნანდო, რაკიტიჩი (მირი 66); სუსო (ოკამპოსი 46), ენ-ნესირი, გომესი (ლამელა 58)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

„ზალცბურგი“ (4-4-2): კოენი; კრისტენსენი, სოლეტი, ვიობერი (პიატკოვსკი 52), ულმერი; შუშიჩი, აარონსონიმ კამარა, სეივალდი (კაპალდო 80); შეშკო (ადამუ 67), ადეიემი (ოკაფორი 80)

მწვრთნელი: მაიას იასლე

გოლები: 0:1 შუშიჩი (21, პენ), 1:1 რაკიტიჩი (42, პენ)

გაფრთხილება: დიეგო კარლოსი (13), ენ-ნესირი (26, 50), რაკიტიჩი (66), დელანი (82), ხესუს ნავასი (84) - სიევალდი (15), კაპალდო (84), კამარა (90), ოკაფორი (90)

გაძევება: ენ-ნესირი (50)

გამოუეყენებელი პენალტი: ადეიემი (13), შუშიჩი (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 11 (7) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

„ლ ილი“ – „ვოლფსბურგი“ 0:0 (0:0)

ლილი, „სტად-პიერ მორო“

„ლილი“ (4-4-2): გრბიჩი; ჩელიკი, ფონტე, ბოტმანი, რეინალდო; დავიდი, ანდრე, შეკა (ონანა 83), იკონე (ლიჰაჯი 74); გომესი (იაზიჯი 74), ბურაკ ილმაზი

მწვრთნელი: იოკელინ გურვენეკი

„ვოლფსბურგი“ (4-2-3-1): კასტეელსი; მბაბუ, ლაკრუა, ბრუკსი, რუსილონი (გერჰარდტი 83); გულავოჯი, არნოლდი; ბაკუ (ლუკებაკიო 61), ფილიპი (ბორნაუ 66), სტეფენი (ვალდშმიდტი 61); ვერგოსტი (ნმეჩა 66)

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

გაფრთხილება: ანდრე (31), იკონე (63) - ბრუკსი (45, 63), გილავოჯი (56), ვალდშმიდტი (65), ნმეჩა (70), ლაკრუა (86), ვან ბომელი (86)

გაძევება: ბრუკსი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 2 (0) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: დანი მაკელიე (ნიდერლანდები)

H ჯგუფი

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შვედეთის ჩემპიონ „მალმიოს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.

„იუვემ“ ყველა გოლი შესვენებამდე გაიტანა. ანგარიში ხუან კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ გაიხსნა და შეტევაში ჩართულმა ალექს სანდრომ თავით გაიტანა. 45-ე წუთზე ალვარო მორატამ პენალტი მოიპოვა, რომელიც პაულო დიბალამ ზუსტად დაარტყა და უპირატესობა გაზარდა, ხოლო ზუსტად ერთ წუთში ესპანელმა ფორვარდმა თავად გაიტანა.

„იუვეს“ მეორე ტაიმშიც შეეძლო გატანა, მაგრამ რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავა. მათ შორის, ყველაზე რეალური მოიზე კინმა, რომელმაც მეკარეს პირისპირ ვერ აჯობა. ვთქვათ ისიც, რომ კინს გოლი თამაშგარი მდგომარეობის გამოც არ ჩაუთვალეს. „იუვენტუსმა“ 3:0 მოიგო და ხასიათი გამოიკეთა. ტურინულმა გრანდმა 2012 წლის შემდეგ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტაიმში 3 გოლი. მაშინ იგივე დანიურ „ნორდსიელანდთან“ გააკეთა. ამავე ჯგუფში ლონდონის „ჩელსიმ“ შინ „ზენიტს“ რომელუ ლუკაკუს ერთადერთი გოლით მოუგო. მომდევნო ტურში „იუვე“ სწორედ „ჩელსის“ უმასპინძლებს.

„ჩელსი“ – „ზენიტი“ 1:0 (0:0)

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; ასპილიკუეტა (ტიაგო სილვა 83), კრისტენსენი, რიუდიგერი; ჯეიმსი, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, ალონსო (ჩილველი 83); მაუნთი(ლოფტუს-ჩეკი 90), ლუკაკუ, ზიეჩი (ჰავერტცი 63)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ზენიტი“ (4-5-1): კიციუკი; სუტომინი, ჩისტიაკოვი, რაკიცკი (კრუგოვოი 88), დუგლას სანტოსი; მალკომი (ძიუბა 75), ვენდელი (იეროხინი 75), ბარიოსი, კუზიაევი (კრავცოვი 82), კლაუდინიო (მოსტოვოი 88); აზმუნი

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

გოლი: 1:0 ლუკაკუ (69)

გაფრთხილება: ასპილიკუეტა (69) - რაკიცკი (62)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 5 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი)

„მალმიო“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:3)

მალმიო „ელედა შტადიონი“

„მალმიო“ (5-3-2): დიავარა; ბერგეტი, აჰმედჰოჯიჩი, ნილსენი, ბრორსონი, რიეკსი (ოლსონი 75); ინოსენტი (ნანასი 75), კრისტიანსენი, რაკიპი (ნალიჩი 59); ბირმანჩევიჩი (აბუბაკარი 59), ჩოლაკი

მწვრთნელი: იონ დალ ტომასონი

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი (რუგანი 86), ბონუჩი, ალექს სანდრო; კუადრადო (კულუშევსკი 82), ლოკატელი, ბენტანკური (მაკკენი 67), რაბიო; დიბალა (რემზი 82), მორატა (კინი 67)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ალექს სანდრო (23), 0:2 დიბალა (45, პენ), 0:3 მორატა (45)

გაფრთხილება: ბრორსონი (39), ნილსენი (43) - დე ლიხტი (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 15 (8) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

0.117986