ფეხბურთი

13:52 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანტე „ჩელსის“ „ზენიტთან“ მატჩში ვერ დაეხმარება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ პირველი ტურის მატჩში, „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

„ნგოლომ ორჯერ ივარჯიშა მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში თამაში მისთვის ჯერ ადრეა. სეზონის ამ ეტაპზე არ გავრისკავთ. ახლა ერთხელ კიდევ დავტვირთავთ, შემდეგ შეისვენებს და მერე გუნდთან ერთად დაიწყებს მუშაობას, რათა „ტოტენჰემთან“ პრემიერლიგის საკვირაო მატჩისთვის მზად იყოს.“ - ციტირებს „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„ჩელსი“ – „ზენიტის“ შეხვედრა დღეს, 14 სექტემბერს გაიმართება ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.113172