ფეხბურთი

22:57 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში გიორგი ბერიძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „უიპეშტმა“ „ზალაეგერშეგს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ბერიძემ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, როდესაც საჯარიმოში მიიღო ბურთი და ძლიერად დაარტყა. ქართველმა ნახევარმცველმა 1 აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა, თვენახევარი ტრავმის გამო გაუცდა და დაბრუნება იდეალური გამოუვიდა. ის 73-ე წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება მატჩს, 82-ე წუთამდე ბერიძის გოლი ერთადერთი იყო, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა გაათანაბრეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ, ხოლო ერთ წუთში „ზალაეგერშეგმა“ კიდევ ერთხელ გაათანაბრა - 2:2.

ბერიძეს მიმდინარე სეზონში 2 მატში 1 გოლი აქვს გატანილი, „უიპეშტს“ კი 6 ტურში 3 ქულა აქვს (3 ფრე, 3 წაგება) და ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „ფერენცვაროშს“ შეხვდება.

0.15451