ფეხბურთი

0:40 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავას წარმოუდგენლად ეფექტური საგოლე პასი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბრატისლავის „სლოვანის“ ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ დიდებული საგოლე გადაცემა მიითვალა, ისეთი ნებისმიერი მოთამაშე ხელს რომ მოაწერდა.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდა და მარცხდებოდა, როდესაც კანკავამ დაუჯერებელი პასი გააკეთა. 74-ე წუთზე ჯაბამ მოედნის თავისივე ნახევრიდან იარომირ ჟრმალი მეკარეს ლამის პირისპირ შეატოვა და მანაც ანგარიში გაათანაბრა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ვაისმა კანკავაც და გურამ კაშიაც შეუცვლელად ათამაშა. რა გასაკვირია, სლოვაკი ორივე მათგანს კარგად იცნობს და ენდობა.

„სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ვერ მოიგო და 16 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, თანაც მდევრებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.130792