ფეხბურთი

10:23 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის გოლი და მოპოვებული პენალტი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე ლიგა) გიორგი მერებაშვილმა, რომელიც „პოდბესკიძიეს“ ღირსებას იცავს, გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი შინ „კორონას“ დაუპირისპირდა და 2:3 წააგო. მერებაშვილმა თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა (1:1), ხოლო 59-ე წუთზე საჯარიმოში წააქციეს და პენალტი გამოიმუშავა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გოლად აქცია და წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა (2:2). ამის მიუხედავად, მასპინძლებმა წააგეს. გიორგი მოედანზე 73-ე წუთამდე იყო.

„პოდბესკიძიეს“ 8 ტურში 12 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მერებაშვილის აქტივში კი მიმდინარე სეზონში 8 თამაში და 1 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123173