ფეხბურთი

1:29 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ქავთარაძის გოლმა "როტორი" ვერ გადაარჩინა (+VIDEO)

რუსეთის პირველ ლიგაში ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველმა ფეხბურთელმა ბექა ქავთარაძემ გოლი გაიტანა. მე-10 ტურში რუსულმა გუნდმა შინ „აკრონთან“ 1:2 წააგო, ხოლო ქავთარაძემ თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა.

ბექამ მეკარის მოგერიებულს დროულად და ზუსტად დაამატა. ის თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო და სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ილია ბერიაშვილმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა.

„როტორს“ 10 ტურში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს მოპოვებული (6 ფრე, 2 მარცხი) და 12 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112141