News

18:34 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მარკინიოსი ერთი თვით გამოაკლდა

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარკინიოსი გუნდს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ცოტა ხნის წინათ მიღებული ტრავმაა.

20 წლის უკანახაზელს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც მან ლიგა ერთის გასულ ტურში, “მონაკოსთან” ვერ ითამაშა. L’Eქuipe-ს ცნობით, მარკინიოსს დაახლოებით თვე გაუცდება. მის დაბრუნებას “მარსელთან” 9 ნოემბერს გასამართი მატჩისთვის ელიან.

0.127275