ფეხბურთი

13:26 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კომანს "ბაიერნთან" კონტრაქტის განახლება არ სურს და პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კინგსლი კომანი კლუბთან კონტრაქტის განახლებას არ ჩქარობს. ფრანგული მედიის ცნობით, მან კიდევ ერთხელ თქვა უარი ახალ ხელშეკრულებაზე.

კომანის ოცნება ინგლისის პრემიერლიგაში თამაშია, სადაც მას „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ, ამიტომაც „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტის განახლებას, რომელიც 2023 წელს იწურება არ ჩქარობს და არც სურს.

კინგსლი კომანი მიუნხენის „ბაიერნს“ 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა, მანამდე ფრანგ შემტევს ტურინის „იუვენტუსსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111333