ფეხბურთი

16:44 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ლუკ დე იონგი წარადგინა

კატალონიის „ბარსელონამ“ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ლუკ დე იონგი ოფიციალურად წარადგინა.

ესპანურ კლუბში 31 წლის შემტევი 17-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის „ბარსას“ „სევილიადან“ იჯარით შეუერთდა და ანტუან გრიზმანი უნდა შეცვალოს, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდა.

ლუკ დე იონგმა „სევილიას“ რიგებში 94 თამაშში 19 გოლი გაიტანა, მას ასევე უთამაშია „გრააფსხაპში“, „ტვენტეში“, „გლადბახში“, „ნიუკასლსა“ და პსვ ეინდჰოვენში, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 38 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115324