ფეხბურთი

20:49 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანურ ტელეკომპანია TV3-თან საუბრისას განაცხადა, რომ ნეიმარი მზად იყო "ბლაუგრანას" რიგებში დაბრუნებულიყო და ლიონელ მესისთან ერთად კვლავ ეთამაშა, თუმცა ყველაფერი ლა ლიგის რეგულაციებმა ჩაშალა.

"შევეცადეთ ნეიმარის დამატება. ჩემი არჩევის დროს მისი ტრანსფერი საინტერესოდ ჩანდა. მას ჩვენთან კონტაქტი ჰქონდა და ძალიან სურდა გადმოსვლა. რომ არა ფინანსური ფეირ პლეი, ჩვენ მას ამ შეთავაზებას არ გავუკეთებდით." - განუცხადა TV3-ს ლაპორტამ.

არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი 10 აგვისტოს "პარი სენ ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კვლავ ნეიმართან ერთად ითამაშებს. თავად ნეიმარი კი პსჟ-ს ოთხი წლის წინ შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 117 მატჩში 87 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111491