ფეხბურთი

23:05 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ რუდიგერით დაინტერესდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მცველმა ანტონიო რუდიგერმა შესაძლოა კარიერა "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელოს. როგორც ფრანგული Le 10 Sport-ი იუწყება, ფრანგები შეეცდებიან მომავალ წელს ფეხბურთელი უფასოდ დაიმატონ.

რუდიგერს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და იანვრიდან შეეძლება ნებისმიერ მსურველ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკება. ჯერჯერობით უცნობია გერმანელის პოზიცია პსჟ-თან დაკავშირებით, თუმცა ფრანგული ვარიანტი მისთვის მისაღები უნდა იყოს.

რუდიგერი "ჩელსიმ" 2017 წელს "რომადან" დაიმატა. მას შემდეგ ანტონიომ 153 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა. "ჩელსის" რიგებში გერმანელი ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

0.116487