რაგბი

2:22 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კორონავირუსისგან საბოლოოდ განიკურნა და საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

მაისაშვილი კორონავირუსით ივლისში სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები ტესტ-მატჩებისთვის იმყოფებოდა. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თვეზე მეტ ხანს ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და იოჰანესბურგის საავადმყოფოში მკურნალობდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მაისაშვილი თბილისში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო საქართველოს ნაკრებს სამხრეთაფრიკული შეკრება ჩაეშალა და მხოლოდ ერთი სპარინგშეხვედრის გამართვა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114067