ფეხბურთი

14:17 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ ახლანდელი პსჟ „გალაქტიკოსს“ შეადარა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რონალდომ, „პარი სენ-ჟერმენის“ პერსპექტივებზე ისაუბრა და ის მადრიდის „რეალის“ ცნობილ „გალაქტიკოსს“ შეადარა.

„ზოგადად თამაშზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ხუთი წლის განმავლობაში ვთამაშობდი „რეალის“ „გალაქტიკოსში,“ მაგრამ მაშინ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ.

გამარჯვება მათემატიკურად არ მოდის. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში საუკეთესოები გყავს. ეს „პარი სენ-ჟერმენსაც“ ეხება. შეხედეთ შემადგენლობას: მესი, ნეიმარი, მბაპე, რამოსი... მიუხედავად ამისა, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ლიგა 1-ის ჩემპიონები არიან. წინ მთელი სეზონია.

ნაადრევია იმაზე საუბარიც, ვინ გაიმარჯვებს ჩემპიონთა ლიგაში. სურათი სადღაც მეოთხედფინალებისკენ გამოიკვეთება. ცხადია, პსჟ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ერთია ლაპარაკი და მეორე თამაში.“ - ციტირებს „კიჭას“ სიტყვებს RMC Sport.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124453