ფეხბურთი

23:29 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის სეივი ლა ლიგაში აგვისტოში საუკეთესოდ დასახელდა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგამ აგვისტოს საუკეთესო სეივები გამოარჩია და გიორგი მამარდაშვილი პირველ ადგილზეა. "ხეტაფესთან" ნემანია მაქსიმოვიჩის დარტყმის მოგერიება ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელებმა აგვისტოში ყველა სეივს ამჯობინეს.

მამარდაშვილმა "ვალენსიას" კარი განვლილ სამ ტურში დაიცვა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

შეგახსენებთ, "ვალენსიას" 20 წლის ქართველი მეკარე იჯარით შეუერთდა, მაგრამ "ღამურებს" მისი გამოსყიდვა პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112407