ფეხბურთი

22:23 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ელჩემ“ პასტორე დაიმატა

ესპანური „ელჩეს“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, არგენტინელი ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს დამატების შესახებ დაწერა. 32 წლის ფეხბურთელი პრიმერადივიზიონის კლუბში თვისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ უფასოდ გადავიდა.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პასტორემ და „რომამ“ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

„რომას“ გარდა, პასტორეს „ტალერესში,“ „ურაკანში,“ „პალერმოსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ უთამაშია. ყველაზე დიდ ხანს კი პარიზულ კლუბში გაჩერდა 2011-18 წლებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117483