ფეხბურთი

14:14 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი და საგოლე პასი ვაკო გვილიას გუნდის წინააღმდეგ

უნგრულმა „ფეჰერვარმა“ ამხანაგური მატჩი ვაკო გვილიას „რაკოვთან“ ჩაატარა და 2:5 დამარცხდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ მეოცე წუთზე დარდაის გაატანინა, ხოლო ტაიმის ბოლო თავად გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 2:3 გახადა.

პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში არაოფიციალური დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიას, რომელიც მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. მოგეხსენებათ, გვილია „რაკოვში“ სამი დღის წინ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118111