ფეხბურთი

11:38 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუზავდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში ბათუმში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. საქართველოსა და ბელარუსის ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა. გიორგი ღავთაძემ საჯარიმოს დარტყმის გათამაშების შემდეგ გაიტანა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. სტუმრებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. ზვიად კუპატაძის კარში გოლი დმიტრი ლოსმა გაიტანა.

საქართველო 1:1 ბელარუსი

ბათუმი

საქართველო: კუპატაძე (კ), თოფურია, ღავთაძე, კეკელია, ჭუმბურიძე

სათადარიგო შემადგენლობა:ჯამბურია, ბუკია, ბინიო​, ჩიმაკაძე​, შაგინია​, სებისკვერაძე​, ჯვარაშვილი, თოდუა, გიორგაია

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ბელარუსი: ჩურილინი​, მატვიენკო​, სელიუკი​, ლოსი​, პინჩუკი

სათადარიგო შემადგენლობა:ლუკშა​, ევდოკიმოვი, სილივონჩიკი, კოზელი, ლაზიუკი, პისკუნი, შერბიჩი გორბენკო (კ) , ბატურინი, კნიგა

მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდრ სავინცევი

​მსაჯები: ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, დავით ახვლედიანი, გრიგოლ ბლიაძე

გაფრთხილება: თოფურია (20:19), ლოსი (30:31)

გოლები: ღავთაძე (0:19), ლოსი (14:20)

ამ გუნდებს შორის მეორე ამხანაგური შეხვედრა კვლავ ბათუმში ჩატარდება. შეხვედრა კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით მაყურებლის გარეშე გაიმართება. შეხვედრა 4 სექტემბერს, 19 საათზე დაიწყება.მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ YouTube არხზე იხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110738