ფეხბურთი

1:07 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს სასწაული და რეკორდი!

კრიშტიანუ რონალდუმ ალი დაეის რეკორდი გააუმჯობესა და სანაკრებო დონეზე ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პორტუგალიამ ირლანდიას დრამატულ ბრძოლაში 2:1 მოუგო და კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა, რითაც ნაკრებში 111 გოლი დაუგროვდა, ხოლო ირანელ ალი დაეის აქტივში 109 გოლია.

მე-15 წუთზევე შეეძლო რონალდუს რეკორდის ხელში ჩაგდება, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა, რასაც ირლანდიელთა მხრიდან გოლი მოჰყვა და პორტუგალია 89-ე წუთამდე აგებდა...

აი, მერე კი, კრიშტიანუს შეჩერება შეუძლებელი გახდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულმა 89-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე დუბლი შეასრულა და ფერნანდუ სანტუშის გუნდს მოაგებინა. 180 მატჩში 111 გოლი, 45 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ! სტატისტიკა ფანტასტიკურია და ამ მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო - ვინ დაკარგა „იუვენტუსმა“ და ვინ მიიღო „მანჩესტერმა“.

პორტუგალიის ნაკრებს ოთხ თამაშში 10 ქულა აქვს და ლიდერია, შემდეგ მოდის სერბეთი 7 ქულით და ლუქსემბურგი 6 ქულით, მაგრამ მათ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112007