ავტოსპორტი

0:05 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის დიდი პრიზი არ შედგა, მაგრამ გამარჯვებული მაინც ჰყავს

ბელგიის დიდი პრიზი გადაუღებელმა წვიმამ ჩაშალა. მაყურებელი, რომელმაც ტრიბუნა ბოლომდე გაავსო, სამ საათზე დიდხანს ელოდა მწვანე შუქს, მაგრამ ამაოდ. უსაფრთხოების მანქანამ მონაწილეები ტრასაზე ორჯერ გამოიყვანა იმ იმედით, რომ წვიმა დასუსტდებოდა და სტარტი შესაძლებელი გახდებოდა. გუნდები და ორგანიზატორები მუდმივ კონსულტაციებში იყვნენ. და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ რბოლა არ გამართულიყო.

მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, გამარჯვებულები მაინც გამოცხადდნენ. ამის მიზეზი ის გახდა, რომ თუნდაც უსაფრთხოების მანქანის უკან, პილოტებმა 3 წრე ფორმალურად გაიარეს. საბოლოოდ, ადგილები კვალიფიკაციის შედეგების შესაბამისად განაწილდა. მაგრამ ქულები განახევრებული რაოდენობით დარიგდა.

შედეგად, კვარცხლბეკზე პირველად ავიდა „უილიამსის“ ჯორჯ რასელი. სახელოვანი ბრიტანული გუნდის პილოტი კვარცხლბეკზე 2017 წლის შემდეგ პირველად დადგა.

რაც მთავარია, მაქს ფერსტაპენმა ლუის ჰამილტონთან ჩამორჩენა, 8-დან 3 ქულამდე შეამცირა. „მერსედესი“ კი „რედ ბულს“ 7 ქულასღა უგებს. კონსტრუქტორთა ჩემპიონატში, „მაკლარენმა“ მესამე ადგილიდან „ფერარი“ ჩამოაქვეითა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067023