ძიუდო

14:13 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესამე მედალი: რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა

საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მესამე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც პარაძიუდოისტის, რევაზ ჩიკოიძის აქტივშია.

+100 კგ წონით კატეგორიაში ჩიკოიძემ თავდაპირველად იაპონელი კენტო მასაკი იპონით დააამარცხა, რასაც ნახევარფინალში უზბეკ შირინ შარიპოვთავნ მოგება მოჰყვა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის რევაზი ირანელ მოჰამადრეზა ხეიროლაზადეჰს გაეჯიბრა და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო, რითაც ირანელმა ისარგებლა, ბოჭვა გააკეთა და იპონით მოიგო.

შეგახსენებთ, დღეს პარაძიუდოში ვერცხლის მედალი +70 კგ წონით კატეგორიაში ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მანამადე კი პარამოფარიკავე ნინა თიბილიშვილმა მოახერხა ვერცხლის მედლის დაუფლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114924