ფეხბურთი

19:05 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერმა" ხოაკინ კორეა დაიმატა

მილანის „ინტერმა“ რომის „ლაციოდან“ არგენტინელი თავდამსხმელი ხოაკინ კორეა დაიმატა. ინფორმაცია იტალიური გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კორეამ „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის პირველ სეზონს მილანურ კლუბში იჯარით გაატარებს, მაგრამ მომავალ წელს მისი გამოსყიდვის ვალდებულება „ინტერს“ 31 მილიონ ევროდ აქვს ნაკისრი.

არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან კარგად იცნობს სიმონე ინძაგის, რომელთანაც „ლაციოში“ მუშაობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო.

კორეამ „ლაციოში“ 2018 წლიდან 117 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მას ასევე უთაამშია „ესტუდიანტესში“, „სამპდორიასა“ და „სევილიაში“. არგენტინის ნაკრების მაისურით 8-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და კოპა ამერიკიც გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114634