ფეხბურთი

17:04 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის დუბლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 27-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გოლებით „ულსაინ ჰიუნდაიმ“ სტუმრად „სეული“ 2:1 დაამარცხა.

ყაზაიშვილმა ანგარიში 28-ე წუთზე ეფექტური გოლით გახსნა, მეტოქეს ბურთი წაართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. 6 წუთში მან ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს.

28 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში K ლიგაში 22 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი,, გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 5 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა. „ულსან ჰიუნდაის“ 26 თამაშში 51 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113088