ფეხბურთი

13:22 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

Marca: გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის მესამე ტურშიც ითამაშებს

ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და დიდი შანსია „ღამურების“ კარი ისევ გიორგი მამარდაშვილმა დაიცვას.

იასპერ სილესენი უკვე ერთი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ხოსე ბორდალასი ქართველ კიპერს როგორც ჩანს, ნდობას საბოლოოდ უცხადებს. ყოველშემთხვევაში თამაშამდე ორი დღით ადრე, გავლენიანი გამოცემის, Marca-ს სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში 20 წლის ჩვენებური ფიგურირებს.

რაც მთავარია, გიორგის ბორდალასისთვის განვლილ ორ ტურში არ მიუცია საბაბი, რომ მეკარის შეცვლაზე იფიქროს, ამდენად, სულაც არ იქნება მოულოდნელი, რომ მესამე ტურშიც მან ითამაშოს.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა საწყის ორ ტურში ერთი გოლი გაუშვა და გუნდს „ხეტაფესთან“ (1:0) და „გრანადასთან“ (1:1) 4 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. „ვალენსია“ „ალავესის“ მატჩი 27 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11023