ფეხბურთი

0:16 | 25.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" შეტევას აძლიერებს და ორი თავდამსხმელის დამატებასთან ახლოსაა

მილანის „ინტერი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში აქტიურობს და შეტევის ხაზს აძლიერებს. იტალიური მედიის თანახმად, უკვე შედგა შეთანხმება ხოაკინ კორეას ტრანსფერზე და არგენტინელი კარიერას ლომბარდიულ გრანდში გააგრძელებს.

იტალიის ჩემპიონი „ლაციოს“ შეუთანხმდა, რომ კორეას 1-წლიანი იჯარით დაიმატებს, მისი გამოსყიდვის ვალდებულება კი გაისად 30 მილიონ ევროდ ექნება. ხოაკინს სიმონე ინძაგი კარგად იცნობს, რადგან რომაულ გუნდში ავარჯიშებდა.

გარდა ამისა, „ინტერი“ ახლოსაა ანდრეა ბელოტის შეძენასთანაც. „ტორინოს“ კაპიტანს კლუბთან კონტრაქტი გაისად ეწურება და არ ახანგრძლივებს, რის გამოც „ხარებს“ „ნერაძურისთან“ მოლაპარაკებებზე დათანხმება მოუწიათ. შავ-ლურჯები იტალიის ნაკრების ფორვარდში 20-22 მილიონი ევროს გაღებას აპირებენ.

შეგახსენებთ, „ინტერმა“ აშრაფ ჰაკიმისა და რომელუ ლუკაკუს გაყიდვით 195 მილიონი ევრო გამოიმუშავა, სამაგიეროდ კი, ჰაკან ჩალჰანოღლუს, ედინ ჯეკოსა და დენზელ დუმფრისის შეძენა ჯამში მხოლოდ 15 მილიონი ევრო დაუჯდა.

"ინტერმა" მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და პირველ ტურში "ჯენოა" მილან შკრინიარის, ჰაკან ჩალჰანოღლუს, არტურო ვიდალისა და ედინ ჯეკოს გოლებით 4:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114324