ფეხბურთი

0:52 | 24.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ "გალათასარაისთან" გაიტანა: მას ორ ტურში ორი გოლი აქვს (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურში საბა ლობჟანიძემ გოლი გაიტანა - სტამბოლში, „გალათასარაისთან“. „ჰატაისპორი“ „ათათურქზე“ სწორედ 26 წლის ქართველი ფეხბურთელის გოლით დაწინაურდა.

მესამე წუთზე საბამ საჯარიმოში ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, მაგრამ დიდებულად ითამაშა, შემოტრიალდა, მცველებისგან გათავისუფლდა და ფერნანდო მუსლერას შანსი არ დაუტოვა. ლობჟანიძემ წინე სეზონში დაამწუხრა „გალა“, მაშინ „ანკარაგიუჯუს“ მაისურით.

ლობჟანიძე 88-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი მაინც დამარცხდა, რადგან სოფიან ფეგულიმ პირველ ტაიმში გაათანაბრა, ხოლო კრისტიან ლუინდამამ 88-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ფათიჰ თერიმის გუნდის სასარგებლოდ დააფიქსირა.

ლობჟანიძემ „ჰატაისპორს“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და ორი ტურში უკვე ორი გოლია მის აქტივში. საგულისხმოა, რომ ანტაკიელთა რიგებში სხვა ფეხბურთელებს გოლი ამ სეზონში ჯერაც არ გაუტანიათ. წინა ტურში „ჰატაისპორი“ შინ „ქასიმპაშას“ სწორედ საბას გოლით დაუზავდა (1:1).

„ჰატაისპორი“ 1 ქულით მე-12 პოზიციაზეა და 28 აგვისტოს, „ალანიასპორს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129822